დაცული ტერიტორიები
ბიოსფერულ რეზერვატში გვხვდება შემდეგი დაცული ტერიტორიები
- თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი (IUCN კატ.I) - 12 627,2 ჰა
- თუშეთის ეროვნული პარკი (IUCN კატ. II) - 69 515 ჰა
- თუშეთის დაცული ლანდშაფტი (IUCN კატ.V) - 31 518 ჰა
- ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი (IUCN კატ. I) - 834 ჰა
- ბაწარის ბუნებრივი ნაკრძალი (IUCN კატ.I) - 3 036 ჰა
- ილტოს აღკვეთილი (IUCN კატ.IV) - 7 591 ჰა
ზურმუხტის ქსელი
„ზურმუხტის ქსელი“ არის პან-ევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ემსახურება ველური ფაუნისა და ფლორის საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების (საცხოვრებელი გარემოს) გრძელვადიან გადარჩენას, საერთო საფუძველზე, რომელსაც ყველა მხარე ქვეყანა იზიარებს. ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია, 1979) აუცილებელი მოთხოვნაა და ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
სამი ალზნის ბიოსფერული რეზერვატის ნაწილი მოიცავს ჰაბიტატებს, რომლებიც წარმოდგენენ ზურმუხტის ქსელის ნაწილს:
- თუშეთი (GE0000008), 114,375.44 ჰა (აღიარებული 2018)
- ბაქარა (GE0000015), 2,985.96 ჰა (აღიარებული 2017)
- ილტო (GE0000024), 28,466.86 ჰა (აღიარებული 2018)